logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: იცნობდეთ, ეს მშვენიერი გოგო ეკა ონიანი გახლავთ
- +

6 ოქტომბერი. 2021. 14:07

 

 

 

პოეტი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს.

 

„იცნობდეთ, ეს მშვენიერი გოგო ეკა ონიანი გახლავთ, რომელიც დილის 7 საათზე გამოდის შინიდან სიცხეში, სიცივეში, ქარში და წვიმაში... ამინდს ეკასთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, დიღმელებს სუფთა უბანი დაახვედროს. დააწკრიალებს ყველაფერს და მერე შინ გარბის, სადაც 9 და 6 წლის შვილები ელოდებიან. მათაც უნდა მიხედოს. დიღმელები ეკას ძალიან ემადლიერებიან.

 

სულ გარჯაში და შრომაშია ეს გოგო. ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, უბანმა მადლობა ტყუილუბრალოდ გითხრას. ჰოდა, მოდით და ჩვენც ვუთხრათ მადლობა ეკა ონიანის თამადობით ყველას, ვინც ამ ჩვენს თბილისს დილასისხამზე ასუთავებს.

 

თუმცა, ჩვენში დარჩეს და, მე მაინც ჩემი ბავშვობის ფერადატლასფარჩიანი და ხავერდის ჟილეტებში გამოწყობილი მეეზოვეები მახსენდებიან ხოლმე... ის მშვიდი და თბილი თბილისი მენატრება და ალბათ, იმიტომ...“ - წერს კახიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner