logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: მეგობრებო, „თბილისელობა“, ზოგადად „ქალაქელობა“, მრავალფეროვანი დეტალებისგან შედგება...
- +

6 ოქტომბერი. 2021. 14:07

 

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ჩემო საყვარელო მეგობრებო, „თბილისელობა“, ზოგადად „ქალაქელობა“, მრავალფეროვანი დეტალებისგან შედგება, თუნდაც, სახლში დაღლილი რომ მოხვალ და ლიფტის ყუთზე ხურდა დაგხვდება დატოვებული...

 

ე.ი. მეზობელმა იზრუნა მეზობლისთვის, ვაითუ უხურდოდ იყოსო, გაიაზრა...

 

სიგარეტს და ნაგავს აივნიდან რომ არ გადაყრი, მეზობელს სარეცხი არ დავუსვარო ან ამოვუწვაო, აივანს გარეთ რომ არ გადახვეტავ მაღალი სართულებიდან ..

 

გზაში, დამრღვევს რომ დაუთმობ და პირველ აზრად გაგივლის, ალბათ უჭირს და ამიტომ ჩქარობსო... (შეიძლება უტიფარი ნაგლიც იყოს, ამ ბოლო დროს მომრავლდნენ, მაგრამ ამაზე ყველაზე ბოლოს ფიქრობ).

 

მანქანით  რომ კორპუსის, სახლის სადარბაზოს ან ეზოს არ გადაკეტავ, ვაითუ სასწრაფო დასჭირდეს ვინმე მეზობელს და არ შევაფერხოო...

 

მანქანას თუნდაც ჯერ კიდევ ცარიელ ეზოში მჭიდროდ რომ მიაყენებ მეორე მანქანასთან და ამით გვიან მოსული მეზობლების ადგილებზე ფიქრობ..

 

შენ ქუჩაზე უცნობ ადამიანს მეორე-მესამედ რომ დაინახავ, გამარჯობა უნდა უთხრა, ახალგაზრდამ პირველმა...

 

„ქალაქიდან მეცნობი“ - ასეთი მიმართვაც გსმენიათ ალბათ, არც ასეთ დროს უნდა მოგერიდოთ გამარჯობის თქმა, ან ქალაქურად თავის დაკვრა...

 

კიდევ ბევრი ასეთი წვრილმანი, თქვენც ჩამოჩოთქეთ, ცოტა გული გადავაყოლოთ...

 

ასეთი პატარ-პატარა რაღაცეები სისხლში რომ გაქვს გამჯდარი და მექანიკაში გადასული...

 

(ლიფტის ხურდაზე  გამახსენდა).

 

სოფელსაც აქვს თავისი წესები, მაგრამ ქალაქელი რომ ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო და განსაკუთრებით ახალგაზრდებმა ტრუსიკ-შორტ-ბიკინებში არ უნდა იაროთ და მკერდმოდღლეზილებმა კიდევ, პლაჟზე, ზღვის სანაპიროზე არ ხართ, თუმცა „პლავკები“ და „კუპალნიკით“ ტასაობა არც ბათუმის ცენტრში მოსულა, მე თუ მკითხავთ და კიდევ, აქაოდა სხვაგან ვარო, თავზე არ უნდა წამოიხუროთ, რადგან იმ წუთას შენი ქალაქის სახე ხარ და პატივიც უნდა სცეთ ადგილობრივებს...

 

ლალი იამანიძემ შემახსენა და ესეც ხშირია...

 

გადასაგდებად, ცელოფნის პარკი გამიდია სადარბაზოში და მეზობელს წაუღია, გადაუგდია... ეს უცებ გამახსენდა, ისე...“ - წერს მანჩო გიორგობიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner