logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ვფიქრობ, სააკაშვილს დიდი ხანი მოუწევს ციხეში ყოფნა და მისი პოლიტიკური აქტივობა დასრულებულია
- +

6 ოქტომბერი. 2021. 15:19

 

 

„ვფიქრობ, სააკაშვილს დიდი ხანი მოუწევს ციხეში ყოფნა და მისი პოლიტიკური აქტივობა დასრულებულია, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ.

 

ხაინდრავას თქმით, სააკაშვილი კრიმინალია, რომელსაც დაუდასტურდა მძიმე დანაშაულები.

 

„სააკაშვილთან ექვსი წელი არანაირი თანამშრომლობა აღარ იქნება. მე საერთოდ მიკვირს, მისი პოლიტიკური აქტივობა რანაირად შეიძლება, იყოს და როგორ იღებს საზოგადოება ამას. ის არ არის საქართველოს მოქალაქე და არის უკრაინის მოქალაქე; მას არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება. ის არის უკრაინის მოქალაქე და თან კრიმინალი, რომელსაც დაუდასტურდა მძიმე დანაშაულები. ამის გამო, სამი ინსტანციით არის ბრალდებული და აქვს მისჯილი. გარდა ამისა, ის შემოვიდა კანონის დარღვევით საქართველოში და ასევე კანონის დარღვევით გამოვიდა უკრაინიდან. როგორც აღმოჩნდა, უკრაინაშიც მოკვლევაა დაწყებული, როგორ დატოვა მან უკრაინის საზღვარი. ის, რომ საქართველოში უკანონოდ შემოვიდა, ეს ცალსახაა და ეს არის დარღვევა, კრიმინალური დანაშაული, ამაზეც გარკვეული წლები მოუწევს ციხეში ყოფნა. ამას თუ დავამატებთ ორ თუ სამ საქმეს, სავარაუდოდ ბევრ სხვა საქმესაც, რომელიც მეგის ქარდავას მეშვეობით იქნება გახსნილი, ვფიქრობ,   სააკაშვილს დიდი ხანი მოუწევს ციხეში ყოფნა და მისი პოლიტიკური აქტივობა დასრულებულია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

ხაინდრავას თქმით, სააკაშვილის სამართლებრივი გათავისუფლება შეუძლებელია, რადგან ერთადერთი გზა არის შეწყალება, მაგრამ შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება – არა და არასდროს.

 

„მე ძალიან კარგად ვიცნობ ქალბატონ სალომეს, ბრძოლაც მოგვიწია ერთად და ვიცი მისი პრინციპულობა. არავითარ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი მას არ შეიწყალებს. სააკაშვილის შეწყალება არის დაუშვებელი რობაქიძის. გირგვლიანის  და იმ ოჯახების წინაშე, ვინც ჩაცხრილეს ავტოსადგურში, ბევრი დანაშაულის გამო, რომელიც ჩადენილი აქვს მას. მან უნდა იცოდეს, რომ მოიხდის სასჯელს. ის არ იჯდება იმ საწამებელში, რა საწამებელშიც ჩვენს მეგობრებს ამყოფებდა გლდანის ციხეში, მაგრამ კადრებს გავახსენებთ ხშირად“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner