logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: სააკაშვილს სჭირდება ამ ადამიანების მოშორება!
- +

6 ოქტომბერი. 2021. 15:57

 

 

 

„მას ის ადამიანები სჭირდებოდა, რომლებიც არ იცნობდნენ ბავშობიდან, ახალგაზრდობიდან. იგივე პროცესი მიდის ახლა. არ სჭირდება ის ჩინოვნიკები, რომლებიც მის ბიოგრაფიაში არსებობდნენ“, - ამის შესახებ გაზეთ „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში, პოლიტოლოგმა, კონფლიქტების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ლალი მოროშკინამ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

„სააკაშვილს უნდა წაშლა ყველა იმ ადამიანის, რომელიც მის ბიოგრაფიას ჩრდილს აყენებს. ჩვენ, ის თაობა ჟურნალისტებიდან, რომლებიც მიშას არა „ბატონი პრეზიდენტით“, არამედ „მიშათი“ ვიცნობდით, ყველა ჩამოგვიშორა. მას არ სჭირდებოდა ჟურნალისტი, რომელიც კი არ ემთხვეოდა, ან ხატებად კი არ წარმოაჩენდა, არამედ მისთვის იქნებოდა გუშინდელი მიშა, რომელიც იყო მეგობარი. მან დაივიწყა ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც იყო მიშა.

 

მას ის ადამიანები სჭირდებოდა, რომლებიც არ იცნობდნენ ბავშობიდან, ახალგაზრდობიდან. იგივე პროცესი მიდის ახლა. არ სჭირდება ის ჩინოვნიკები, რომლებიც მის ბიოგრაფიაში არსებობდნენ.

 

ახალაია, მერაბიშვილი, ქარდავა - სააკაშვილს სჭირდება ამ ადამიანების მოშორება, თუ საჭირო იქნება, ფიზიკურადაც სიამოვნებით მოიშორებდა. მეგის ქარდავა ახლა სამიზნეა „ნაციონალებისთვის“. მეგის ქარდავას ეშინია, ახლა ციხეში ან არ მოწამლონ, ან ვიღაც არ შეუგზავნოს სააკაშვილმა. ციხე შიდა სახელმწიფოა, არც მკვლელობაა გამორიცხული და არც მკვლელობა შენიღბული თვითმკვლელობით. მე ეს სისტემა კარგად ვიცი და ისეთი შეიძლება მოგიხლართონ, რომ საერთოდ გონზე ვერ მოხვიდე. ყველაზე მეტად ახლა ცოცხალი მეგის ქარდავა არ სჭირდება სააკაშვილს. ყველაზე მეტად ციხიდან გამოსული ახალაია არ სჭირდება სააკაშვილს. ყველაზე მეტად ვანო მერაბიშვილი არ სჭირდება, რომელსაც ბოლოს შეუთვალეს, ჩუმად იყავიო და კი ხედავთ, რომ ჩუმადაა. ადეიშვილი შორსაა ყველაზე ჭკვიანი გამოდგა და აორთქლდა პირველივე წუთებში. სააკაშვილს არ სჭირდება ეს ხალხი. მიშა არის ვირტუოზი, გამოგიყენოს და გადაგაგდოს“, - განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner