logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: სააკაშვილს ციხეში ჩაჯდომა და მარტვილობა თუ უნდოდა, თვითმფრინავით ჩამოვიდოდა, ჯავშანს კი არ გააუქმებდა
- +

6 ოქტომბერი. 2021. 16:40

 

 

 

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მიხეილ სააკაშვილმა როდესაც თავი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელ მამად გამოაცხადა და დავით აღმაშენებელს შეადარა, განდიდების მანიაზე უფრო მიანიშნებდა, ვიდრე ისტორიულ რეალობაზე. ბაგრატის ტაძრის მისეული დაჩქარებული რეკონსტრუქციაც, რასაც შემდგომში ამ ისტორიული ძეგლის იუნესკო-ს სიიდან ამოღება მოყვა, ამ Mania Grandiosa-ს შედეგი იყო.

 

ასეთი შესავალი იმისათვის გამოვიყენე, რომ დღეს მისი დაბრუნების უამრავი ვერსიიდან შედარებით რეალობასთან ახლოს მყოფი, მის ამ მიდრეკილებაშია საძიებელი.

 

ახლა, რასაც ოპოზიციური ტელეარხები ცდილობენ – საზოგადოების დარწმუნებას მის ჰეროიზაციასა და უვადო შიმშილობის გამოცხადებით თვითშეწირვის გადაწყვეტილებაზე, მისი ჩამოსვლის რეალური მიზნების დაფარვას ემსახურება.

 

მასაც და მის დაფანატებულ მომხრეებს ნამდვილად არ აწყენდათ იმის შეხსენება, რომ ისტორიულ პირებს თიკუნს დრო ანიჭებს, ხოლო დავით აღმაშენებელმა სიცოცხლეშივე თავისი თავი ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელ მამად კი არ მოიხსენია, არამედ „გალობანი სინანულისანი“ დაუტოვა თანამედროვეებს, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ქართული იმპერიით.

 

მისი ჩამოსვლის ყველაზე რეალური ვერსია კი, სწორედ 2003 წლის მსგავსად, რევოლუციური ტალღით ისტორიული „რიმეიქის“ მცდელობა იყო. ახლა ნაკლები მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ არწმუნებდა რევოლუციური სიტუაციის გარდაუვალობაში, რაც ცოტა გადამეტებულად მოჩანს, რადგან ბოლო ორი წელია, განსაკუთრებით, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების საბოტაჟირებით და „ნაციონალების“ მხრიდან მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერით, ის იყო თავად საფანჩატურეთად წოდებული ოპოზიციის იდეოლოგიც, მოდერატორიც და დამფინანსებელიც. გაცილებით საინტერესოა, ვინ შემოიყვანა ის ქვეყანაში და გარანტიებიც ვინ მისცა, რასაც პასუხი დაწყებულმა გამოძიებამ უნდა გასცეს.

 

ამიტომაც არჩია დამალული შემოპარვა ქვეყანაში, თორემ ციხეში ჩაჯდომა და მარტვილობა თუ უნდოდა, რაც დაანონსა 2 ოქტომბერს, თვითმფრინავით ჩამოვიდოდა ჯავშანს კი არ გააუქმებდა. თავისი მხარდამჭერების მოტივაციას და საარჩევნო მუხტსაც მაშინ აწევდა და დღეს გაცილებით მეტი მხარდაჭერაც ექნებოდა ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ამ გადადგმული ნაბიჯის მორალური ფაქტორიდან გამომდინარე“, – წერს ცუცქირიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner