logo_geo
eng_logo
გამოკითხულთა 72 % მხარს უჭერს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი
- +

27 ივლისი. 2016. 11:18


მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი? - ამ კითხვით ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მოსახლეობას მიმართა.


კვლევის პრეზენტაცია „რუმს ჰოტელში" მიმდინარეობს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.



72 %  მხარს უჭერს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.


71 % ფიქრობს, რომ ქვეყანას სარგებელს მოუტანს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.


19 %  უარყოფით პასუხს სცემს.


9 %-მა გასცა პასუხი - არ ვიცი. 


64 %-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო NATO-ს წევრი გახდეს. 



NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner