მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი? - ამ კითხვით ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა მოსახლეობას მიმართა.
კვლევის პრეზენტაცია „რუმს ჰოტელში" მიმდინარეობს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 ივნისი-6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
72 % მხარს უჭერს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.
71 % ფიქრობს, რომ ქვეყანას სარგებელს მოუტანს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა.
19 % უარყოფით პასუხს სცემს.
9 %-მა გასცა პასუხი - არ ვიცი.
64 %-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო NATO-ს წევრი გახდეს.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.