logo_geo
eng_logo
ლიეტუვის მთავრობა ინიციატივით გამოდის, 75 წელს ზემოთ პირებს ვაქცინაციისთვის 100 ევრო გადაუხადონ
- +

6 ოქტომბერი. 2021. 18:54

 

 

ლიეტუვის მთავრობა ინიციატივით გამოდის, 75 წელს ზემოთ პირებს ვაქცინაციისთვის 100 ევრო გადაუხადონ, რათა აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

„სხვაგვარად მათ ვაქცინაციის გავლაში ვერ ვარწმუნებთ“, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვის ზრდასრული მოსახლეობის 73% ვაქცინირებულია, 75 წელს ზემოთ ადამიანების დაახლოებით მესამედი არავაქცინირებული რჩება. ლიეტუვში კოვიდსიკვდილიანობის შემთხვევების 2/3 აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

 

„თუ ეს ზოგიერთ ადამიანს სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და დაავადების მძიმე ფორმის, ან სიკვდილის პრევენციაში დაეხმარება, მაშინ ეს ის ინვესტიციაა, რომლის განხორციელებაც ღირს“, - აღნიშნა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner