logo_geo
eng_logo
სოფელ კირბალში მომხდარ ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
- +

27 ივლისი. 2016. 11:19


გორის რაიონის სოფელ კირბალში მომხდარ ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს:


„გორის რაიონის სოფელ კირბალში მომხდარი ფაქტი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას საოკუპაციო ძალების მხრიდან და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.


სუს-ის ცნობით, 2016 წლის 26 ივლისს საოკუპაციო ხაზზე, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მცხოვრების უკანონო დაკავების მცდელობას, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ ფაქტს, რომელიც წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას საოკუპაციო ძალების მხრიდან და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე. ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია მიწოდებულ  იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის, ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრაზე ერგნეთში", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner