ნატო ალიანსში რუსეთის მისიის 8 დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.
„რუსეთის მავნე საქმიანობის საპასუხოდ, ნატომ გადაწყვეტილება მიიღო ალიანსში რუსეთის მისიის წარმომადგენლობა გაანახევროს. 8 დიპლომატს, რომლებიც დაზვერვის ოფიცრებად მიიჩნევიან, მისიის დატოვებას სთხოვენ“, - განაცხადა Sky News-ის ჟურნალისტმა, დებორა ჰეინსმა.