logo_geo
eng_logo
რომის პაპი აცხადებს, რომ საფრანგეთის კათოლიკე სამღვდელოების მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო დამწუხრებული და დარცხვენილია
- +

6 ოქტომბერი. 2021. 19:54

 

 

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ საფრანგეთის კათოლიკე სამღვდელოების მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო დამწუხრებული და დარცხვენილია.

 

პონტიფიკოსის თქმით, ეკლესია უნდა გახდეს „უსაფრთხო სახლი ყველასთვის“.

 

„მსურს, მსხვერპლისადმი გამოვხატო ჩემი მწუხარება, წუხილი იმ ტრავმის გამო, რომელიც მათ გადაიტანეს და ასევე ჩემი სირცხვილი, ჩვენი სირცხვილი, ეკლესიის ზედმეტად ხანგრძლივი უუნარობის გამო, დააყენოს ისინი ზრუნვის ცენტრში“, – განაცხადა პაპმა ყოველკვირეული მიმართვისას.

 

„ეს არის სირცხვილის მომენტი“, – აღნიშნა რომის პაპმა და მოუწოდა ეპისკოპოსებს, ყველა ძალისხმევა მიმართონ, რათა მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს.

 

გუშინ საფრანგეთში შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთის კათოლიკე სამღვდელოების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბოლო 70 წლის განმავლობაში 216 000-ზე მეტი ბავშვი გახდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner