logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების ვალდებულების შესრულება უნდა გააგრძელოს
- +

6 ოქტომბერი. 2021. 21:36

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „გაზპრომმა“ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების ვალდებულების შესრულება უნდა გააგრძელოს.

 

„როგორც ენერგეტიკის მინისტრს გთხოვთ ეს საკითხი პირად კონტროლზე აიყვანოთ. უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის ვალდებულება „გაზპრომის“ მიერ უზრუმნველყოფილი უნდა იყოს“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის საკითხზე ყველა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაა საჭირო.

 

„არავინ, მათ შორის უკრაინა რთულ მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ, მიუხედავად იმ მომენტებისა, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობებში არსებობს. გარდა ამისა, „გაზპრომის“ მიმართ ნდობა არ უნდა შევარყიოთ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner