logo_geo
eng_logo
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
- +

6 ოქტომბერი. 2021. 22:18

 

 

რუსი ოკუპანტების მიერ 4 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ორივე პირი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

 

"საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა "ცხელი ხაზის" გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება", - განუცხადეს report.ge-ს სუს-ში.

 

ცნობისთვის, დე ფაქტო ცხინვალმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ 3 ადამიანი დააკავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner