რუსი ოკუპანტების მიერ 4 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ორივე პირი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
"საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა "ცხელი ხაზის" გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება", - განუცხადეს report.ge-ს სუს-ში.
ცნობისთვის, დე ფაქტო ცხინვალმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ 3 ადამიანი დააკავა.