„დღეს კომენტარები მოვისმინე, თითქოს საუბრები იქნებოდა მიხეილ სააკაშვილზე, თუმცა მასზე საუბარი არც გვქონია“, - ამის შესახებ უკრაინაში ვიზით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავამ გადაცემა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.
მისივე თქმით, ერთადერთი რაზეც საუბარი იყო შეხვედრებზე, ეს არის საქართველოს, უკრაინისა და ასევე მოლდოვას საერთო მიზნები ევროკავშისკენ მიმავალ გზაზე.
„სააკაშვილის ექსტრადირებაზე და მსგავს საკითხებზე საუბრები არ იქნება. ჩვენ საუბრები გვექნება საერთო გეგმებსა და მომავალზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს. უკრაინელები და ქართველები მოძმე ერები არიან და ვერავინ შეძლებს შუაში ჩადგეს ამ მეგობრობაში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.