logo_geo
eng_logo
კახა კუჭავა სააკაშვილზე: არავინ დგას კანონზე მაღლა, ყველა მოიხდის სასჯელს, რაც მისჯილი აქვს
- +

7 ოქტომბერი. 2021. 00:15

 

 

 

„არავინ დგას კანონზე მაღლა, ყველა მოიხდის სასჯელს, რაც მისჯილი აქვს“, - ასე უპასუხა უკრაინაში ვიზით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გადაცემა „იმედი LIVE“- ში დასმულ შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის ახლო მომავალში შესაძლო გათავისუფლებაზე.

 

„თუნდაც ის, რომ მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, უკვე არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. ის ფაქტი, რომ ადამიანმა დაარღვია კანონი, დანაშაული ჩაიდინა და შესაბამისად, უკვე დაკავებულია, ამაზეც კითხვის ნიშანი არ არსებობს, მათ შორის მის მომხრეებში. ფაქტი ერთია, ადამიანი არის მსჯავრდებული და როგორც მანამდეც ვამბობდით, არავინ დგას კანონზე მაღლა, ყველა მოიხდის სასჯელს, რაც მისჯილი აქვს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უკრაინაში პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმ სამომავლო გეგმებს, რაც დღის წესრიგში დგას.

 

„ხვალინდელ შეხვედრაზე მასპინძელი გახლავთ პრემიერ-მინისტრი და საუბარი გვექნება, სამომავლო გეგმებზე, რომელიც ჩვენ დღის წესრიგში დგას, მათ შორის არის ტრიოს ფორმატი, რომელიც ძალიან საინტერესოა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner