logo_geo
eng_logo
ფარული მოსმენების გამოძიების საქმეში შესაძლოა უცხოელი ექსპერტები ჩაერთვნენ
- +

7 ოქტომბერი. 2021. 00:21

 

 

 

 

ფარული მოსმენების გამოძიების პროცესში შესაძლოა უცხოელი ექსპერტები ჩაერთვნენ.

 

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "ღამის კურიერის" ეთერში ფარული მოსმენების საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უცხოელ დიპლომატებთან საკითხის განიხილა და მათთან დააფიქსირა საქართველოს მზაობა ჩაერთონ უცხოელი ექსპერტები საქმის გამოძიების პროცესში.

 

"როგორი წუხილი და შეშფოთებაც ჰქონდათ დიპლომატებს მეც ისეთივე მქონდა. არ იყო ისე, როგორც ოპონენტები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს დაძაბული და მენტორული ტონით გვესაუბრნენ დიპლომატები.

 

ისინი არიან ხელშეუხებლები და მათ უნდა ჰქონდეთ და აქვთ თავისუფალი მოქმედების არეალი ეს მათი უფლებაა, როგორც ვენის კონვენციის ქვეყანა ჩვენ პატივს ვცემთ ამას, მაგრამ მე მქონდა ასევე საუბარი, რომ ჩვენი წუხილიც არის ეს ჩვენც გვაინტერესებს ეს ყველაფერი.

 

რამდენიმე ეპიზოდში იქ საგარეო საქმეთა სამინისტროც არის და ჩემი მოადგილეც. როცა მე მომიტანეს დავინტერესდი და წავიკითხე. იქ რაც ეწერა აბსოლუტური ბოდვა იყო. ამას პასუხი უნდა გაეცეს. მე მათ დავპირდი, რომ ამ წუხილს პროკურატურამდე მივიტანდი და ასევე ვუთხარი, რომ პროკურატურის მხრიდან იყო მზაობა, რომ მივიღოთ მათი ექსპერტების დახმარება, სულ ოთხნი იყვნენ დიპლომატიური კორპუსიდან.

 

ყველას შევთავაზე, რომ მოგვეცით ექსპერტები და ჩაერთეთ ამ პროცესშითქო,"- აცხადებს ზალკალიანი.

 

დავით ზალკალიანი დიპლომატებს დაპირდა, რომ მოსმენებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში რაც იქნება სიახლე ინფორმაციას მიაწვიდს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner