logo_geo
eng_logo
კობა ოთანაძე: მიშა უნდა ჩასვან ისეთივე ციხეში, რა რეჟიმიც იყო მაშინ, ახლა ის არის კურორტზე
- +

7 ოქტომბერი. 2021. 00:54

 

 

 

„მიშა უნდა ჩასვან ისეთივე ციხეში, რა რეჟიმიც იყო მაშინ, ახლა ის ზის კურორტზე, დღეში 2-3 გვამი გადიოდა ციხიდან, ხოცავდნენ ხალხს ცემით“, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, კობა ოთანაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ციხიდან 2-3 გვამი ყოველდღე გადიოდა.

 

„ციხეში რომ შევედი, არც მეგონა თუ ასეთი ვითარება იყო, დღეში 2-3 გვამი გადიოდა, ხოცავდნენ ხალხს ცემით, უბედურებით. თითქმის 4 წელიწადზე მეტ ხანს მომიწია ციხეში ყოფნა. სულ მცირე 4 მკვდარი გაჰყავდათ ციხის საავადმყოფოდან. იქ ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავდა. მიშა დღეს უნდა ჩასვან ისეთივე ციხეში, რა რეჟიმიც იყო მაშინ, ახლა მიშა ზის კურორტზე. რაღაცეებზე კი არ უნდა წაუყენო ბრალი, მაგრამ ერს, ახალგაზრდობას მოუწყო გენოციდი. თითქმის ყოველი მეორე ახალგაზრდა ციხეში იყო, შესაძლოა ახალგაზრდებს არა, მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს ეს პერიოდი. თუ ვინმე მიშას მომხრე არ იყო, ყველას კლავდნენ“, - განაცხადა კობა ოთანაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner