logo_geo
eng_logo
თინა კანდელაკი: მალე განვაცხადებ ჩემს სურვილს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავებაზე
- +

7 ოქტომბერი. 2021. 00:58

 

 

“მთავარი არხის გენდირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მე მმართველ პარტიასთან, “ქართულ ოცნებასთან” გამათანაბრა, როცა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” კოლექტიური თინა კანდელაკია.

მალე განვაცხადებ ჩემს სურვილს საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავებაზე“, - ამის შესახებ თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს.

 

მესმის, რომ არც გვარამია, არც სააკაშვილი ამ სურვილით აღფრთოვანებული არ იქნებიან.

რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას ყოფილი პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე, ჩემი პოზიცია უცვლელია: სააკაშვილი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში უნდა იჯდეს. სწორედ ეს იქნება ნამდვილი მართლმსაჯულება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტმოქმედისთვის”, – წერს თინა კანდელაკი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner