logo_geo
eng_logo
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ ჰილარი კლინტონი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა
- +

27 ივლისი. 2016. 11:45


აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პირველი ლედი ჰილარი კლინტონი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. ჰილარი კლინტონს დელეგატთა უმრavლესობამ მისცა ხმა.


ის პირველი ქალი გახდა, რომელიც მსხვილმა ამერიკულმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა და შესაძლოა, აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდეს.


კლინტონს მხარდაჭერა გამოუცხადა მისმა მეტოქემ პრაიმერებში ბერნი სანდერსმა.


„ჰილარი კლინტონი უნდა გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი პრეზიდენტი. აქ სხვა ალტერნატივა არ არის", - განაცხადა სანდერსმა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე.


სანდერსმა 26 ივლისს მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, მოუწოდა, არჩევნებზე ყოფილ სახელმწიფო მდივანს მისცენ ხმა, რასაც უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.


ფილადელფიაში  დემოკრატიული პარტიის ყრილობის დაწყებას სკანდალი უძღვოდა წინ. ინტერნეტში დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის წევრთა მიმოწერა გავრცელდა, საიადანაც ირკვეოდა, რომ პარტიის ლიდერები ცდილობდნენ, სანდერსისთვის პრაიმერებში გამარჯვებაში ხელი შეეშალათ. სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა ნაციონალური კომიტეტის თავმჯდომარემ დები ვასერმან-შულცმა.


გასულ კვირას თავის კანდიდატად მილიარდერი დონალდ ტრამპი  ოფიციალურად დაასახელა რესპუბლიკურმა პარტიამაც.


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner