logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ჩაბარების მსურველი ჩაბარდებოდა დემონსტრაციულად, კანონიერად, თვითმფრინავის ტრაპზე
- +

7 ოქტომბერი. 2021. 02:14

 

 

 

„ის რომ სააკაშვილს ჩაბარება არ ჰქონდა ჩაფიქრებული, სრულიად ვეთანხმები. ბინაში არყის ბოთლის და ხინკლის ფონზე ჩაბარებას ვინ გეგმავს, მით უმეტეს, როცა კარი გასაღებით გააღეს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ანალიტიკის დედები, არგუმენტირებული პასუხიო. თუ არგუმენტირებულია, რაღა გინდათ?

რაც შეეხება გახარიას და სხვათა ამომრჩეველს, ვინც ფანატიზმის დონეზეა და ფეისბუკით ნაცმოზე უარესად ილანძღება, მათთან საუბარს აზრი ისედაც არ აქვს. ვინც აზროვნებს, მეორე ტურში ისედაც გააკეთებს არჩევანს მისი გემოვნებიდან გამომდინარე. მით უმეტეს ყოველი მათგანი ოცნების ყოფილი და მრავალი წლის ამომრჩეველია.

ღარიბაშვილის წერილი საერთოდ არ ეხება გახარიას საკითხს, მთლიანად სააკაშვილზეა მიმართული.

ის რომ სააკაშვილს ჩაბარება არ ჰქონდა ჩაფიქრებული, სრულიად ვეთანხმები. გუშინ დავწერე. ბინაში არყის ბოთლის და ხინკლის ფონზე ჩაბარებას ვინ გეგმავს, მით უმეტეს, როცა კარი გასაღებით გააღეს. ჩაბარების მსურველი ჩაბარდებოდა დემონსტრაციულად, კანონიერად, თვითმფრინავის ტრაპზე.

მისი ადვოკატი ამბობს დემოკრატიული გზით შემოვიდა ხელისუფლების შესაცვლელადო. მგონი ახალ მუხლს უმყარებს“, - წერს ანალტიკოსი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner