logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: თუ ოპოზიცია რეალურ დღის წესრიგს არ მიყვება, ის ყოველთვის წაგებულია
- +

7 ოქტომბერი. 2021. 02:22

 

 

„რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი - მითები, ჭორები, ლეგენდები, 'ზეპირსიტყვიერება', "სააკაშვილი მალე გარეთ იქნება, დასავლეთი აღშფოთებულია, შეწუხებულია, შოკშია".

და რეალობა როგორია, თავად ვერ ხედავენ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტზე დღემდე დამოკიდებულნი?“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

„ამასობაში, ხელისუფლებამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია შემოგვთავაზა.

დოკუმენტის მიხედვით, გაისად, მოსალოდნელია მშპ-ს რეალური ზრდა 6.0%-ის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 9,5%-ს შეადგენს.

 

ამასთან, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და მისი მოცულობა 2022 წლის იანვრიდან განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით.

 

70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის პენსია იზრდება 25 ლარით და მისი მოცულობა 2022 წლის იანვრიდან განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით. პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება სახელმწიფო კომპენსაციების მიმღებ პირთა კომპენსაციები, რომელთა კომპენსაციის დაანგარიშება დაკავშირებულია  სახელმწიფო პენსიის ოდენობაზე (და არ აჭარბებს კანონმდებლობით დადგენილ ზედა ზღვარს).

 

პენსიის ზრდის შესაბამისად, იზრდება საპენსიო დანამატის მოცულობაც და ჯამში, მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარს.

 

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გვაქვს ის ბიუჯეტი, რასაც გაწვდება ქვეყანა. არის სხვა ბენეფიტებიც. საზოგადოებას ეს ყოფითი საკითხები ადარდებს, ამაზე ეწყობა ცხარე დისკუსია და არა გაუგებარ მითებსა და ლეგენდებზე.

თუ ოპოზიცია რეალურ დღის წესრიგს არ მიყვება, ის ყოველთვის წაგებულია“, - წერს აბაშიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner