logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილს დევნილ პრეზიდენტად და პოლიტპატიმრად მოიხსენიებს, აკლიათ არა მარტო გონება, არამედ სინდისი...
- +

7 ოქტომბერი. 2021. 02:44

 

 

„ცუდია, რომ სააკაშვილმა არ იცის, რა განსაცდელი გამოატარა პატიმრებს, მაგრამ ცივილიზებული საქართველო, როგორი პატიმარიც არ უნდა იჯდეს, უნდა გამოიყურებოდეს ისე, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება. ამიტომ სააკაშვილი სასჯელს ცივილიზებულად, ადამიანური მოპყრობის ქვეშ მოიხდის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

 

„იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილს დევნილ პრეზიდენტად და პოლიტპატიმრად მოიხსენიებს, აკლიათ არა მარტო გონება, არამედ სინდისი, ზნეობა და ყველაფერი, თუკი რაიმე სიკეთე არსებობს ადამიანში. ადამიანი არაფერმა არ უნდა გააბოროტოს ისე, რომ რეალობის და ობიექტურობის განცდა დაკარგოს. გირგვლიანის, რობაქიძის, გამყრელიძის, ვაზაგაშვილის, ადამიანების მთელი პლეადის ტრაგედიის შემდეგ დღეს ამას არ უნდა ლაპარაკობდნენ“, - განცხადა კაკაბაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner