logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: სააკაშვილის რეჟიმის დანერგილი მეთოდი იყო პოლიტიკური დევნა და ეს პირველივე დღეებიდან გამოჩნდა
- +

7 ოქტომბერი. 2021. 03:03

 

 

„არ გამოვრიცხავდი, რომ მიხეილ სააკაშვილს ადრე თუ გვიან პასუხისგება მოუწევდა იმ უმძიმეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე და მთელ სისტემატურ ბოროტმოქმედებებზე, რაც მისი რეჟიმის პირობებში ხდებოდა“, - ამის შესახებ პროფესორმა, ირაკლი ბათიაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

 

მისივე თქმით, მოსახლეობას იმ დროს საქმე ჰქონდა სისხლიან და ტირანულ რეჟიმთან.

 

„პირველივე დღიდან, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში, უფრო სწორად როდესაც „ვარდების რევოლუციის“ გზით შემოიჭრნენ პარლამენტის შენობაში, იმ წუთიდანვე ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. პრაქტიკულად ერთადერთი ვიყავი, ვინც დაუპირისპირდა ამას. მერე ამას მოჰყვა ჩემი მხრიდან მძაფრი განცხადებები, კრიტიკა. მაგრამ მე გამოვდიოდი, როგორც პოლიტიკოსი, სტატიები იყო თუ სატელევიზიო გამოსვლები და ვიცოდი, რომ ისინი აღმიქვამდნენ, როგორც მტერს. მათ მიერ დანერგილი მეთოდი იყო პოლიტიკური დევნა და ეს პირველივე დღეებიდან გამოჩნდა“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner