logo_geo
eng_logo
ხათუნა ბიწაძე: მიუტევო? ვერ, არ გამოდის!
- +

7 ოქტომბერი. 2021. 13:11

 

„მე ვიტყვი რაც ჩემმა გოგომ არ თქვა,“- ასე ეხმაურება კობა დავითაშვილის ქვრივის, ინგა ბიწაძის და, ხათუნა ბიწაძე, დის წუხანდელ ინტერვიუს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

„დისკომფორტია ოჯახისთვის, ცოლისთვის როცა გეშინია შვილებს არაფერი დაუშავონ (იზამდნენ აუცილებლად ძალიან პატარები იყვნენ), დისკომფორტია ზოგჯერ შიმშილიც, დისკომფორტია როცა ხედავ ერთ დროს თანამოაზრეები, მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით რომ შემოეცლებიან შენს მეუღლეს, ეს ყველაფერი დისკომფორტზე მეტია, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ გაქვს,“ – წერს ხათუნა ბიწაძე სოციალურ ქსელში.

 

კობა დავითაშვილის ცოლისდა ოჯახის მიერ გამოვლილ განსაცდელს დიდი გულისტკივილით იხსენებს და ამბობს, რომ გზა, რომელიც დავითაშვილების ოჯახმა გაირა ურთულესი იყო.

 

„აღარაფერს ვამბობ იმაზე, მეუღლეს რომ ჩვილი ბავშვივით უვლი, აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ მსხვერპლი დავითაშვილი არჩევნებისთვის ახსენდებათ და აღარაფერს ვამბობ იმაზეც რომ დიახ, ადამიანს მოკლე მეხსიერება აქვს.

 

წარმოუდგენელი ტკივილია ეს ყველაფერი გაიარო! ახლა აღარაფერი გინდა სიმშვიდის და საყვარელი ადამიანის სულის ცხონებისთვის ლოცვის გარდა. მიუტევო? ვერ, არ გამოდის.

 

კობას როგორ მოეწონებოდა? – ყველა აღიარებდა, რომ კობა საუკეთესო იურისტი იყო, დიახაც კანონი უნდა აღსრულდეს, სააკაშვილი უნდა იჯდეს და მოიხადოს მისჯილი (მადლობა უნდა თქვას შეკრებითობა რო გააუქმეს ქოცებმა), ცოცხალი და ჯანმრთელი მაინცაა!“- წერს ხათუნა ბიწაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner