„ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო ზეწოლის მცდელობა", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის ინსტიტუტზე ვინ შეიძლება ახორციელებდეს ზეწოლას? - „რეზონანსის" ამ შეკითხვას მსახიობი გია ბურჯანაძე პასუხობს.
„ამით პრეზიდენტი თითოეულ მოქალაქეზე თავად ახორციელებს ზეწოლას. გამოდის, ვისაც გასაჩხრეკად გააჩერებენ, ან ვის სახლშიც შევლენ, ყველაზე ზეწოლა ხორციელდება?! პრეზიდენტი არის რაღაც დინებას აყოლილი კაცი და არასერიოზულია მისი განცხადებები. სამარცხვინოა ეს ყველაფერი", - განაცხადა ბურჯანაძემ.