რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა რეგიონული საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქული მედიის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს სოჭში 29 სექტემბერს შეხვდა.