logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: რადიკალებისთვის მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზი პრემიერი ღარიბაშვილია, რომელსაც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე მართლაც დიდი ავტორიტეტი გააჩნია
- +

7 ოქტომბერი. 2021. 13:49

 

„რადიკალებისთვის მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზი პრემიერი ღარიბაშვილია, რომელსაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე მართლაც დიდი ავტორიტეტი გააჩნია. შემდგომი მარცხის შიშით მასზე შეტევა გადაწყვიტეს - აბსურდული ჭორიც კი მოიგონეს, თითქოს პრემიერ-მინისტრის გადაყენება იგეგმება“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს პრემიერ-მინისტრის გადაყენება იგეგმება.

 

ნიკოლეიშვილის აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სწორედ, ამ ფაქტს და ღარიბაშვილის ავტორიტეტს უკავშირდება გავრცელებული ცრუ ინფორმაციები.

 

„გავეშებულ-გამწარებულია ოპოზიცია და „ნაციონალების“ პროპაგანდის მანქანები, ტელევიზიად წოდებულები: არ გამართლდა მათი სურვილი და მიზანი - თვითმმართველობის არჩევნების რეფერენდუმსა და ვადამდელი არჩევნების მოტივად როცა პედალირებდნენ. „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად 47% აიღო და ცხადია, ეს არაკონსტიტუციური მოთხოვნა საპნის ბუშტივით გაქრა. ამას დაემატა ჯერ გაქცეული და შემდეგ შემოპარული სააკაშვილის დაკავება, რამაც მათ მავნებლურ გეგმებს ცივი წყალი გადაასხა (ამინდიც ხელს უწყობს!).

 

სხვათა შორის, არც ერთი ქვეყნის ლიდერს არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია სამარცხვინო ბელადის დაკავების შესახებ, ფაქტია, რომ ყველას თავი მოაბეზრა, და თან სააკაშვილის არეული საქართველო დიდი ხანია არავის აწყობს ადგილობრივი ამრევების გარდა. რადიკალებისთვის მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზი პრემიერი ღარიბაშვილია, რომელსაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე მართლაც დიდი ავტორიტეტი გააჩნია. შემდგომი მარცხის შიშით მასზე შეტევა გადაწყვიტეს - აბსურდული ჭორიც კი მოიგონეს, თითქოს პრემიერ-მინისტრის გადაყენება იგეგმება. არა და წესით მეორე ტურზე უნდა ფიქრობდნენ, მაგრამ რა ქნან, როცა სხვა რამე არც იციან და არც რესურსი გააჩნიათ“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook–ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner