logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: ვინაა ეს „მედფარმა", რატომ აქვს ექსკლუზივი, რომ მხოლოდ მან, ერთ ადგილზე გასცეს მედიკამენტი
- +

7 ოქტომბერი. 2021. 14:26

 

მერე ნუ მეტყვით, რაღა ყველაფერს შენ გადაეყრებიო. ამ დილით  ჩემი  სამი ცალი მოხუცი რომ მოვაწესრიგე, გავვარდი პლეხანოვზე, ყოფილ კამოს ქუჩაზე აფთიაქია, სადაც ინსულინს გასცემენ და მხოლოდ ეს აფთიაქია, რომელიც ამ „მოწყალებას“ გასცემს სახელმწიფოს დაკვეთით. ათი საათი ხდებოდა, რამდენიმე წუთი დაველოდე დაკეტილ გისოსებთან,  ვიფიქრე, ათზე იწყებენ მუშაობას-თქო (ეს ქვეყანა ხომ ისედაც გვიან იღვიძებს), მაგრამ  დაცვის ბიჭი მოვიდა და გამომიცხადა, თათბირზე არიან და ნახევარი საათი კიდე არ გაიღებაო. ამასობაში, ამ წვიმაში ბლომად  მომხმარებელი მოვგროვდით ღია ცის ქვეშ, მათ შორის მოხუცები, ვისაც გამომგზავნი არ ჰყავს.

 

ვრეკავ ინტერნეტში მითითებულ ნომერზე - 032 295 03 03 და ავტომოპასუხე მეტიტინება - სერვისის გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერებაო, მაგრამ რას ჩაწერდნენ, როცა მაშინვე ითიშებოდა კავშირი. ჰოდა, ვიყვირე და ვიწივლე, ახლავე ტელევიზიებს დავურეკავ-თქო და რომელიღაც კარიდან სამი გოგონა გამონარნარდა - რა ვქნათ, ვთათბირობდითო! რავარც ბებიაჩემი იტყოდა - ღმერთო, ნუ მიზამ საშინელს, უწესოების და უპასუხისმგებლოების ქვეყანაში!

 

P.S. ვინაა ეს „მედფარმა" და რატომ აქვს  მინიჭებული ეს ექსკლუზივი, რომ მხოლოდ მან, მხოლოდ ამ ერთ ადგილზე გასცეს მედიკამენტი, რომელსაც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მოიხმარს? შეკითხვა არაა რიტორიკული!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner