საქართველოსა და მონტენეგროს პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა დაიწყო. მანამდე კი ორბელიანების სასახლეში მილო ჯუკანოვიჩის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ასევე გაიმართება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა.
ამასთან, მონტენეგროს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მილო ჯუკანოვიჩი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს და საპატიო წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.