NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა.
შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები? - „სამუშაო ადგილებსა" და „სიღარიბეს" პირველ-მეორე ადგილები უჭირავს.
ხუთეულში შემდეგი ადგილები უკავია ტერიტორიულ მთლიანობას, ფასების ზრდა/ინფლაციას და პენსიებს.
ჩამონათვალში მოხვდა სხვა საკითხებიც: ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება, ხელფასები, რუსეთთან ურთიერთობა, სამართლიანობის აღდგენა და ა,შ,
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4 113 რესპონდენტი გამოიკითხა.