logo_geo
eng_logo
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვანი საკითხი - სამუშაო ადგილები და სიღარიბეა
- +

27 ივლისი. 2016. 11:51


NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა.


შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები? - „სამუშაო ადგილებსა" და „სიღარიბეს" პირველ-მეორე ადგილები უჭირავს.


ხუთეულში შემდეგი ადგილები უკავია ტერიტორიულ მთლიანობას, ფასების ზრდა/ინფლაციას და პენსიებს.


ჩამონათვალში მოხვდა სხვა საკითხებიც:  ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება, ხელფასები, რუსეთთან ურთიერთობა, სამართლიანობის აღდგენა და ა,შ,


ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4 113 რესპონდენტი გამოიკითხა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner