logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ღარიბაშვილი ის პრემიერია, რომელმაც თხუნელასავით უკანონოდ შეპარული სააკაშვილი ისე დააკავა, რომ მას თავიდან ერთი ღერი არ ჩამოვარდნია
- +

7 ოქტომბერი. 2021. 14:49

 

„ეს არის ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა მიშიზმის რეჟიმის დასავლელი მფარველების ზეწოლას და ციხეში თავისი ადგილი მიუჩინა - ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ბაჩანა ახალაიას, რომან შამათავას, თემურ უბირიას და მრავალ სხვას“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ და პრემიერ-მინისტრის საქმიანობას აფასებს.

 

მისი თქმით, ოპოზიციამ ღარიბაშვილის მიმართ ვერ შეძლო ის, რაც მისი წინამორბედების შემთხვევაში გამოუვიდა და სწორედ, ამის გამო ვერ ეგუება ოპოზიცია მის მეორედ გაპრემიერებას.

 

ქართველიშვილი ღარიბაშვილის დამსახურებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოდან გაქცეულ და უკან შემოპარული პრეზიდენტის დაკავება ზედმეტი ექსცესების გარეშე მოხდა.

 

„რატომ „სტკივა“ ოპოზიციას ირაკლი ღარიბაშვილი? მათ მოახერხეს კვირიკაშვილის „ბუნჩულიზაცია“, ბახტაძის „გავრილიადა“ 2019 წლის 20 ივნისს, რათა პრემიერის სავარძელში თავისი მომავალი სიტუაციური მეკავშირე - გახარია მოეთავსებინათ. ერთადერთი „კოშმარი“, რომელსაც არ მოელოდნენ და დღეს უკვე ღიად ვერ ელევიან - ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებაა. ეს არის ადამიანი, რომელმაც მათი იდეოლოგიური მრწამსი, ულტრალიბერალიზმი, შუბით განგმირა და ოჯახური ფასეულობები - ამ ქვეყნის ბაზისად გამოაცხადა. ეს არის ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობით, ნარაზენის ტყეში ამ მანიაკალურ/სადისტური სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე ამაზრზენი დანაშაულის ჩადენის უტყუარი ვიდეომტკიცებულებები იქნა ნაპოვნი.

 

ეს არის ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა მიშიზმის რეჟიმის დასავლელი მფარველების ზეწოლას და ციხეში თავისი ადგილი მიუჩინა - ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ბაჩანა ახალაიას, რომან შამათავას, თემურ უბირიას და მრავალ სხვას. ირაკლი ღარიბაშვილი - ის პატრიოტია, რომელმაც თავისი წინა გაპრემიერების პერიოდში, პირველი რაც გააკეთა - დედებს, მეუღლეებს, შვილებს და შვილიშვილებს ციმბირის ციხეებიდან, საკუთარ სახლებს დაუბრუნა ათზე მეტი ქართველი ოფიცერი, რომლებიც 2008 წელს პუტინის რეჟიმს უსაჩუქრა მათ ჯაშუშობაში დადანაშაულების გზით „მთავარსარდალმა“ და ერთხელაც არ დაინტერესდა მათი ბედით. ეს არის ადამიანი, რომელმაც დააჩქარა და საქართველოს ციხეში განათავსა სისტემის ყველაზე გაუკუღმართებული სადისტური ფსიქიკის მქონე ჯალათი - მეგის ქარდავა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ის პრემიერ-მინისტრია, რომელმაც ერთი გასროლის გარეშე საქართველოში თხუნელასავით, უკანონოდ შეპარული სააკაშვილი ისე დააკავა, რომ მის თავიდან ერთი ღერი არ ჩამოვარდნია - და ამით ნაცსექტას მორიგი გადატრიალების გეგმები „ჩაუფლავა“. ირაკლი ღარიბაშვილი - ის ლიდერია, რომელმაც სულ რაღაც 6 თვეში საქართველოს რეგიონული მედიატორის და ერთ-ერთი ცენტრის როლი დაუბრუნა და ქართული მიწების გამყიდველთა გულების გასახეთქად - ქვეყნის გამთლიანებისაკენ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ეს არის ის მინიმუმი, რაც უნდა ვიცოდეთ, თუ რატომ შეეყარა ცოფი ოპოზიციას და გაშმაგებულები ებრძვიან ირაკლი ღარიბაშვილს, და თუ რატომ უნდა გავერთიანდეთ პრემიერ-მინისტრის გვერდით - რათა ასეთი ნანატრი წინსვლა გვეღირსოს“, - წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner