logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობის პირველ ვადაზე ციხის გზას გაუყენა მერაბიშვილი, ახალაია, მეორე ვადაზე - ქარდავა და „მაოხრებელი გზირი“ სააკაშვილი
- +

7 ოქტომბერი. 2021. 15:29

 

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გამოქვეყნებულ წერილს აფასებს და წერს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მისგან ლოიალურობას ვერ მიიღებს.

 

„პრემიერმა თავისი წერილით დაადუღა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ესენი წივიან - სააკაშვილის პოლიტპატიმრობა აღიარაო. პირიქითაა, ასინეთა, ეგ, პირიქით... სააკაშვილი არის პატიმარი პოლიტიკოსი, რომელსაც სისხლის სამართლის უამრავი დანაშაული მიუძღვის არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ ქვეყნის წინაშე. პრემიერობის პირველ ვადაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხის გზას გაუყენა - მერაბიშვილი, ახალაია და მათი არაერთი მწამებელი ზონდერი. მეორე ვადაზე ქარდავა და „მაოხრებელი გზირი“ სააკაშვილი. ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა - ვერ მიიღებთ მისგან ლოიალობას, განსაკუთრებით ისინი, ვისაც მიშასთან ერთად სისტემური დანაშაულები გაქვთ ჩადენილი!

 

P.S წერილის პოლიტიკურ კონტექსტს რაც შეეხება, მთავარი ისაა, რომ პრემიერმა დეკლარირებულად გამცნოთ - ნაძირალათა თავშესაფარი პოლიტიკა ვეღარ იქნება!“ - წერს facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner