logo_geo
eng_logo
მედია: უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს
- +

7 ოქტომბერი. 2021. 15:32

 

„უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტზე სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს“, - უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ უწყების სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.

 

„უკრაინის მოქალაქე სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ნამდვილად აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას. მიმდინარეობს უკრაინიდან მისი გასვლის გარემოებებისა და სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტის გამოძიება. დეტალურად მოწმდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დატოვა მან უკრაინა,“- აღნიშნა დემჩენკომ.

 

მისივე განცხადებით, უწყების სამხრეთ რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელობიდან რამდენიმე თანამდებობის პირს გამოძიების მიმდინარეობისას სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით შეჩერებული აქვს. ამასთან, შეკითხვაზე, მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა, რომ ამგვარ ინფორმაციას ვერ გასცემს, რადგან კონფიდენციალურია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner