logo_geo
eng_logo
აჩიკო ნიჟარაძე: ვინც არ უნდა იყოს, პრეზიდენტის ჩათვლით, დამნაშავე უნდა დაისაჯოს!
- +

7 ოქტომბერი. 2021. 15:34

 

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩამდენმა ნებისმიერმა პირმა კანონის წინაშე პასუხი სრული სიმკაცრით უნდა აგოს, მათ შორის ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმაც.

 

„ქართველი ხალხი საკმაოდ გონიერია და დარწმუნებული ვარ, ყველას ყველაფერი კარგად გვახსოვს, ვინ როდის რა გააკეთა კარგიც და ცუდიც ჩვენი ქვეყნისთვის. კარგის არაღიარება და ცუდის არდანახვა მხოლოდ სექტანტებს ახასიათებთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი აღმოჩნდა ასეთი ჩვენს ქვეყანაში.

 

მე პირადად ასე მგონია, რომ ყველა, ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტის ჩათვლით, დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს, რომ აღარავის აღარასოდეს აღარ გაუჩნდეს იმის ილუზია, რომ დანაშაულს ჩაიდენს და ეპატიება!

 

სამართლიანობა მე ასე მესმის!“ - წერს აჩიკო ნიჟარაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner