logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძემ ციტრუსის ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

7 ოქტომბერი. 2021. 15:45

 

ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიმდინარე წლის ციტრუსის და ხურმის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროდუქციის დამზადების, შესაფუთი მასალით უზრუნველყოფისა და საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი სახით პროდუქციის მიწოდება.

 

შეხვედრაზე არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელეს.

 

წელს ციტრუსის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 70 ათასი ტონას შეადგენს. წელსვე, აჭარაში 3600 ტონა ხურმის მოსავალს ელოდებიან.

 

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა ციტრუსის სეზონის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელებას უზრუნველყოფს.

 

ექსპორტიორებთან შეხვედრის შემდეგ, აჭარის აგროსერვის ცენტრის სანერგე სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინი დაიკრიფა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner