logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი ხალხისთვის სამართლიანობის, მათთვის კი წინა რეჟიმის მხილებისა და პასუხისგების სიმბოლოა
- +

7 ოქტომბერი. 2021. 15:46

 

„ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს აგეს პასუხი ბაჩო ახალაიამ, ვანო მერაბიშვილმა, გიგი უგულავამ და ციხის სხვა ჯალათებმა. მეორედ გაპრემიერების შემდეგ კი, სამართალმა მეგის ქარდავასა და მიხეილ სააკაშვილს მიაკითხა“, - ასე აფასებს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მოქმედებას.

 

მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სამართალი და პასუხისგება აშინებს, სწორედ ამიტომ მიმართეს ღარიბაშვილის წინააღმდეგ მთელი რესურსი.

 

„არჩევნებში გამოწვეული მარცხით დესტრუქციული ოპოზიცია და მათი ტელევიზიები პოლიტიკურ პანიკაში არიან. მათი ეს მდგომარეობა ირაკლი ღარიბაშვილის წერილმა კიდევ უფრო გაამძაფრა და დაამძიმა. ირაკლი ღარიბაშვილი ხალხისთვის სამართლიანობის მათთვის კი წინა რეჟიმის მხილებისა და პასუხისგების სიმბოლოა. შეგახსენებთ, რომ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის, შემდეგ პირველი პრემიერობის დროს აგეს პასუხი ბაჩო ახალაიამ, ვანო მერაბიშვილმა, გიგი უგულავამ და ციხის სხვა ჯალათებმა. მეორედ გაპრემიერების შემდეგ კი, სამართალმა მეგის ქარდავასა და მიხეილ სააკაშვილს მიაკითხა. მალე კიდევ არაერთი „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე წევრის დასჯის საკითხი დადგება. „ნაციონალურ მოძრაობას“ სამართალი და პასუხისგება აშინებს, სწორედ ამიტომ მიმართეს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მთელი რესურსი. გამოგონილი აბსურდული ჭორი თითქოს პრემიერ-მინისტრის გადაყენება იგეგმება მათივე ოცნებად დარჩება. მე თქვენგან უფრო მეტ კრეატიულობას ველოდი... ასეთი მდარე ხარისხის ჭორებით შორს ვერ გაფრინდებით“, - წერს facebook-ზე თამთა მეგრელიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner