logo_geo
eng_logo
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს
- +

7 ოქტომბერი. 2021. 17:12

 

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს.

 

თუ რა ვითარებაში, ან სად მოხდა მიმალვაში მყოფი პირების დაკავება, ეს უცნობია.

 

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. მათ საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა.

 

ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

 

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner