logo_geo
eng_logo
პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, აღმაშენებლის N59-ის შენობაზე კედლის ვერტიკალური გამწვანება ეწყობა
- +

27 ივლისი. 2016. 12:03


პროექტ „ახალი ტფილისის" ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირ N59-ში მდებარე შენობის დასავლეთით, კედლის ვერტიკალური გამწვანება ეწყობა.


პროექტის მიხედვით, შენობაზე ყვავილები და სხვადასხვა მცენარე ვერტიკალურად, კედელზე დამონტაჟებულ სპეციალურ მეტალის კონტეინერებში იქნება მოთავსებული, რომელზეც  წვეთოვანი სარწყავი სისტემა დამონტაჟდება.


შენობების ვერტიკალური გამწვანება, მთელ მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს.  გარდა იმისა, რომ ქალაქის ვიზუალურ მხარეს ალამაზებს, გარემოს ეკოლოგიურ სისუფთავეს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ასევე,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს შენობის შიგნით ტემპერატურის დარეგულირებისთვის.


მწვანე კედლის კონსტრუქციის მონტაჟის სამუშაოები აღნიშნულ მისამართზე უკვე მიმდინარეობს. რკინის კონსტრუქციისა და სარწყავი სისტემის აწყობის შემდეგ, კედელზე უშუალოდ მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყება, რომელიც პროექტით გათვალისწინებულ ვადებში - წლის ბოლომდე დასრულდება. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner