logo_geo
eng_logo
გიორგი ხელაშვილი: ლეიბის არქონაზე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს, ძნელი წარმოსადგენია, რომ სააკაშვილი შიშველ იატაკზე იწვეს
- +

7 ოქტომბერი. 2021. 17:39

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ყველა პროცედურა არის კანონით გაწერილი და კანონიდან არავის გადაუხვევია.

 

“კანონით არის გაწერილი ყველა პროცედურა, არავის არაფერში კანონიდან არ გადაუხვევია. ვფიქრობ, რომ კანონდამცველები ყველა წესს და რეგულაციას შეასრულებენ.

 

მე ძალიან მიჭირს, დავიჯერო, რომ მსგავსი ვითარებაა. ლეიბის არქონაზე კომენტარს საერთოდ ვერ გავაკეთებ. ძნელი წარმოსადგენია, რომ ის შიშველ იატაკზე იწვეს. ტელევიზორის ყიდვა კი მისთვის არავის დაუშლია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი მთლიანად „ენმ“-ზეა ახლა“, – აცხადებს გიორგი ხელაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც, მათი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს აქვს ციხეში. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ლეიბი და ტელევიზორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner