logo_geo
eng_logo
ბათუმში საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

7 ოქტომბერი. 2021. 19:31

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის საზაფხულო თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

 

პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საზაფხულო თეატრის როგორც გარე ფასადის, ასევე ინტერიერის სარემონტო სამუშაოები. უკვე დასრულებულია სცენის იატაკის მოპირკეთება, ადმინისტრაციისა და შემოქმედებითი ჯგუფების ოთახების სამღებრო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში თეატრს შეემატება ახალი გახმოვანების და განათების სისტემა.

 

ბათუმის ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

საზაფხულო თეატრის რეაბილიტაციისთვის 375 ათასი  ლარია გათვალისწინებული. შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner