logo_geo
eng_logo
მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძული შემცირდება
- +

27 ივლისი. 2016. 12:04


 თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა და დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა წერეთლის გამზირზე, მეტრო „დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძულის შევიწროვების ხარჯზე, გზის გაფართოების მიმდინარე  სამუშაოები დაათვალიერეს.


კუნძული 4 მეტრით შემცირდება და პროექტის მიხედვით, ოვალის ფორმას მიიღებს. ქვაფენილის ნაცვლად, რომლიც დემონტაჟიც უკვე განხორციელდა, დიდუბის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების ღონისძიებებს განახორციელებს.


ამ ეტაპზე ბორდიურების მოხსნისათვის და გამწვანების სამუშაოების დასაწყებად საჭირო პროცედურები მიმდინარეობს.


პროექტის მიზანია მეტრო „დიდუბესთან", წერეთლის გამზირზე ავტომობილების გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და საცობების შემცირება.


სარეკონსტრუქციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანია შპს „აღმაშენებელი" აწარმოებს. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner