logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: მზად ვართ, ნებისმიერი საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლისთვის
- +

7 ოქტომბერი. 2021. 19:57

 

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლისთვის, იქნება ეს შემთხვევით შერჩეული, თუ რომელიმე კონკრეტული სუბიექტის მიერ გასაჩივრებული უბანი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

იონათამიშვილის თქმით, მათ საარჩევნო კანონში შეიტანეს ცვლილება, რომელიც შემთხვევით შერჩეული უბნების 10%-ის შედეგების გადათვლას ითვალისწინებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ამ პრინციპით მოხდა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადათვლაც.

 

„ქართული ოცნების“ პოზიცია არის თანმიმდევრული და უცვლელი - ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალოს, როგორც შემთხვევით შერჩეული, ასევე რომელიმე კონკრეტული სუბიექტის მიერ გასაჩივრებული. ჩვენ ვიცით, რომ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები გამოირჩევა მაღალი სტანდარტით და ნებისმიერ გადათვლის დროს ეს დადასტურდება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner