logo_geo
eng_logo
Reuters: რუსმა ჰაკერებმა რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის კონტრდაზვერვის საქმიანობისა და რუსეთის მიმართ სასანქციო პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს
- +

7 ოქტომბერი. 2021. 20:56

 

რუსმა ჰაკერებმა, რომლებმაც SolarWinds-ისა და Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფა აშშ-ის ფედერალურ უწყებებში შეღწევის მიზნით გამოიყენეს, კონტრდაზვერვის გამოძიებებისა და რუსეთის მიმართ სასანქციო პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ჰაკერების ჯგუფმა კომპანია SolarWinds-ის პროგრამული უზრუნველყოფა (Orion-ი) 2020 წლის მარტში გატეხა. ჰაკერებმა Orion-ის განახლებაში ვირუსი მოათავსეს, რომელიც შემდეგ SolarWinds-ის ათასობით კლიენტმა გამოიყენა, მათ შორის აშშ-ის სამთავრობო უწყებებმა და კომპანიებმა.

 

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის კონტრდაზვერვის საქმიანობის გამოაშკარავება ყველაზე დიდი დანაკარგი იყო.

 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ჰაკერებმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის არასაიდუმლო ქსელები გატეხეს და ხაზინის, ვაჭრობისა და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტების ელექტრონული წერილები წაიკითხეს. საერთო ჯამში, ჰაკერებმა აშშ-ის ცხრა ფედერალური სააგენტოს სისტემაში შეღწევა მოახერხეს.

 

კომპანია Microsoft-ში აცხადებენ, რომ რუსი ჯაშუშები სანქციებისა და რუსეთთან დაკავშირებული სხვა პოლიტიკის შესახებ სამთავრობო მასალებს ეძებდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner