უკრაინის პრემიერი, დენის შმიგალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, კახა კუჭავასთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.
„უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლის პირველ ნახევარში თითქმის 30%-ით გაიზარდა. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების ცალსახა მტკიცებულებაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მადლობელი ვარ უკრაინაში ვიზიტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ აქტიურად განვითარდება“, - ცხადებს შმიგალი.