დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ 11 ოქტომბრის დილის 4 საათიდან 47 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის საქართველო კორონავირუსის ე.წ. წითელი სიიდან იქნება ამოღებული.
დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო მეტ ადამიანს გაუადვილებს საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობას.
დიდი ბრიტანეთში შესვლაზე რეგულაციების შემსუბუქება იმ უცხოელებს შეეხებათ, ვინც დიდ ბრიტანეთში ავტორიზებული ვაქცინებითაა აცრილი (AstraZeneca, Pfizer-ი, Moderna და Janssen-ი).
სხვა შემთხვევაში, დიდ ბრიტანეთში შესვლის მსურველებს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა, ბრიტანეთში ჩასვლისთანავე 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა და მე-2 და მე-8 დღეს ტესტების ჩაბარება მოუწევთ.
გარდა ამისა, 11 ოქტომბრის დილის 4 საათიდან საქართველო იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების ჩამონათვალს დაემატება, რომლებსაც ვაქცინაციის დამტკიცებული მტკიცებულება აქვთ.
თუ თქვენ ვაქცინის სერტიფიკატს, როგორც მტკიცებულებას იყენებთ, ის ეროვნული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს მიერ უნდა იყოს გაცემული, იყოს ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე და შემდეგ ინფორმაციას შეიცავდეს:
სახელი და გვარი
დაბადების თარიღი
ვაქცინის ბრენდი და მწარმოებელი
ვაქცინაციის თარიღი თითოეული დოზისთვის
ვაქცინაციის ქვეყანა ან ტერიტორია ან/და სერტიფიკატის გამცემი