logo_geo
eng_logo
ერევანში ორმხრივი სროლის შედეგად არიან დაშავებულები
- +

27 ივლისი. 2016. 12:06


„ინტერფაქსის" ცნობით, ერევანში სამართალდამცველებმა შეიარაღებული დაჯგუფების მიერ დაკავებული საპატრულო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური დაკავებები განახორციელეს. პოლიციამ 30-მდე ადამიანი დააკავა. სამართალდამცავებმა ქვეყნის პრეზიდნტ სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნის შემცველი ბანერებიც ჩამოხიეს. 


სომხეთის პოლიციის პრესსპიკერის აშოტ აგარონიანის განმარტებით, შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი პოლიციის თანამშრომლებს ჩაბარდა. 


სამართალდამცავ ორგანოებს გაგიკ ეგიაზარიანი და არამ აკოპიანი ჩაბარდნენ. პოლიციის თანამშრომლებსა და შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის ორმხრივი სროლაც მოხდა, რომლის შედეგადაც პოლიციის თანამშრომელი და შეიარაღებული დაჯგუფების ორი წევრი დაშავდა", - განაცხადა პოლიციის პრესსპიკერმა. 


აშოტ აგარონიანის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner