logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე: საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ და ცდილობდი ამ ქვეყნის არევას
- +

7 ოქტომბერი. 2021. 23:39

 

„ორი ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა იმისთვის, რომ ჩამოსულიყო და არეულობა მოეწყო იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც იყო - ჩვენ დღეს კიდევ განვიხილავთ ემპათიით, რომ მესამე პრეზიდენტი შეიძლება ციხეში იჯდეს, თუ არ იჯდეს“ , - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

 

„საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ და ცდილობდი ამ ქვეყნის არევას. სხვანაირი სცენარი ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება ყოფილიყო მის თავში და გეგმებში.

 

საქმე ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომელმაც მოახერხა და წავიდა უკრაინაში, იქაც პოლიტიკაში ჩაერთო. საქმე ეხება ადამიანს, რომლის წინააღმდეგ სასამართლოს ორი განაჩენი არსებობს, მიუხედავად ამისა მას მაინც შეეძლო გადაადგილება სხვა ქვეყანაში, ამიტომ რა თქმა უნდა, რთული იყო თავისი შინაარსით ეს ოპერაცია. აქ გასაკვირი არ არის, რომ სპეციალური გასაიდუმლოების პირობებში მიდიოდა ეს ოპერაცია“ , - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner