logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე სააკაშვილზე: ცხადია წამებაა, როცა მაქციას ნაკურთხ წყალს მიაწვდი
- +

7 ოქტომბერი. 2021. 23:41

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიზე ნიკა გვარამიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ნიკა გვარამია ამბობს, რომ საპატრიარქომ მიხეილ სააკაშვილს “სებისკვერები” შეუგზავნა და ეს არის წამება.

ცხადია წამებაა, როცა ვამპირს მზის შუქს დაანახებ.

ცხადია წამებაა როცა მაქციას ნაკურთხ წყალს მიაწვდი.

ცხადია წამებაა, როცა ახალ ტელევიზორში ნახავს, თუ როგორ თქვლეფენ მისი მოყვარული "ცნობადები" ლობსტერის კუდის ჩაქაფულს.

ცხადია ყველაფერი წამებაა მისთვის და როგორც ლიმონამ უთხრა შოშიას,  თუ მეცოდებოდეს, შობელძაღლი ვიყო“.

 

ინფორმაციისთვის, დღეს ნიკა გვარამია განაცხადა:

 

„საპატრიარქომ მოიტანა და დღეს მიხეილ სააკაშვილთან შეიტანეს ძალიან ბევრი სეფისკვერები, ადამიანის წამებაა, როცა ის შიმშილობს და პურს უდგამ წინ, ეს არის სრული კატასტროფა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner